რომან გოცირიძე - ივანიშვილი მოსახლეობის გაბრიყვების იდეით გამოდის

ივანიშვილი მოსახლეობის გაბრიყვების იდეით გამოდის, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ეს განცხადება სწორედ ამას მოწმობს.

"თვალცრემლიანი გამოჩნდა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, ერთი წელი მომეცით და ყველაფერს დავალეგებო, რა დაალაგა კი ვნახეთ. ახლა გამოდის მოსახლეობის გაბრიყვების იდეით და 63 პროცენტი დაუწერა თავის პარტიას. ეს არის არჩევნების გაყალბების გეგმა, ვერ გაუვა ეს. კიდევ კარგი, ჭარბი ნდობაო, რომ ამბობდა, მიხვდა, რომ ჭარბი კი არა ნულოვანი ნდობა აქვს. ეს 63 პროცენტი არის შემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, იქნება მცდელობა? - ასეთ ხელისუფლებას ხალხი გადაისვრის ისტორიულ სანაგვეში,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ამ განცხადების ერთი ნაწილი პირდაპირ აჩვენებს, რომ თავად ემზადებიან საარჩევნოდ ქვების სროლისთვის და ძალადობისთვის.

"ძალადობის ნაცადი ხერხები უკვე აამოქმედა და როგორც ჩანს, აპირებენ კვლავ ამის გაგრძელებას და როგორც ჩანს, ეს არის წინასწარი შემზადება, რომ ეს კვლავ გადააბრალონ ოპოზიციას, დაგეგმილი აქვთ მორიგი ძალადობის აქტები, რომლის მთავარი მიზანია ამომრჩევლის დაშინება. არ გაუვა გაყალბება, გაყალბდება - გაიხსენოს რა მოხდა მეზობელ სახელმწიფოებში, ელემენტარულად საქართველოში რა მოხდა, შევარდნაძის ბედი გაიხსენოს, ხომ გახსოვთ რა თქვა- სახლში მივდივარო, ასე იტყვის ბატონი ბიძინა და წავა სახლში - მოსკოვში,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილნა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" საპროგნოზო მაჩვენებელი 56- დან 60 პროცენტამდეა და რიგი კვლევებით 63- საც კი აჭარბებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს