ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებაზე - “ოცნება” უნდა მოემზადოს, რომ ხელისუფლება გადააბაროს ახლად არჩეულ პოლიტიკურ ძალას

ეს განცხადებები, რომელიც კეთდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ იქნებ როგორმე წაახალისონ თავისი მომხრეები და არ დაკარგონ მათ ბრძოლისუნარიანობა,- ასე გამოეხმაურა პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი 63%-ს აღწევს.

ჯაფარიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს, რომ ხელისუფლება ახლად არჩეულ პოლიტიკურ ძალას გადააბაროს.

“ამ ხელისუფლების პრობლემა, პირველი დღიდან არის მისი არაადეკვატურობა. ეს განცხადებაც ამაზე მიუთითებს. ცხადია, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება მარცხდება. მთავარია, რომ ეს პროცესი მშვიდად წარვმართოთ და მაქსიმალურად ავირიდოთ ყველანაირი ექსცესი. ეს განცხადებები, რომელიც კეთდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ იქნებ როგორმე წაახალისონ თავისი მომხრეები და არ დაკარგონ მათ ბრძოლისუნარიანობა. რეალურად “ქართული ოცნება” უნდა მოემაზადოს, რომ ხელისუფლება გადააბაროს ახლად არჩეულ პოლიტიკურ ძალას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო