ოთარ კახიძე - ხელისუფლება დრაკონულ ჯარიმებს უწერს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს

ხელისუფლება იმის ნაცლად, რომ გამოიყენოს რეკომენდაციის ფორმა, დრაკონულ ჯარიმებს უწერს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე და პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში ამირენ ძოწენიძე, ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებზე ჯარიმების გამოწერას ეხმიანებიან.

ამირან ძოწენიძის განცხადებით, 31 ოქტომბერს ანტიადამიანურ და მავნებლურ პოლიტიკას აუცილებლად დაესმევა წერტილი.

„ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი და ასევე დაიკეტა მესამე სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკა, რომელიც ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო არის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები და პრაქტიკულად, ქალაქში თუ რაიმე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავის ოჯახებს არჩენენ, ხელისუფლების რაღაც უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმებით დაიხურა და უმძიმეს მდგომარეობაშია. ხელისუფლებას შეეძლო გამოეყენებინა რეკომენდაციის ფორმა, გაფრთხილების ფორმა, მაგრამ მათ 10 000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გააუქმოს ეს ჯარიმები და ადამიანების სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ, აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ასე მოქმედი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ დავტოვოთ კვლავ ძალაუფელბაში და 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გამოვუტანოთ პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მავნებელ მთავრობას“, - განაცხადა კახიძემ.

„საქმე ის არის, რომ ქუთაისში სწორედ ეს რამდენიმე სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, ამ სიტუაციაში, როდესაც ისედაც ბევრი სამუშაო ადგილია დაკარგული, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან, ძალიან მავნებლური და ანტიადამიანური სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მინდა ვუთხრა ქუთაისის მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი“, - აღნიშნა ძოწენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო