ფინანსთა მინისტრის მოადგილე “თელასში“ სახელმწიფოს კუთვნილი აქტივის გაყიდვის გარემოებაზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “თელასში“ სახელმწიფოს კუთვნილი აქტივის გაყიდვას იმ გარემოებით ხსნის, რომ “თელასის“ წილიდან სახელმწიფო მოგებას ვერ იღებდა.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუკი სახელმწიფოს საწარმო აქვს, ის მაქსიმალურად მომგებიანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კერძო სექტორის ხელში გადავიდეს.

“როდესაც სახელმწიფო რაიმე საწარმოს ფლობს, ამ საწარმოდან მინიმუმ შემოსავალს უნდა იღებდეს, ჰქონდეს სარგებელი. “თელასის“ 75% დიდი ხნის წინ არის პრივატიზებული. სახელმწიფო წილის 25%-ს ფლობდა და არანაირი რესურსი, ბერკეტი არ ჰქონდა იმისა, რომ თუკი რაიმეს შეცვლა უნდოდა, გადაწყეტილებები მიეღო. “თელასის“ მმართველი კერძო კომპანია იყო და სახელმწიფოს 25% ჰქონდა, საიდანაც შემოსავალსაც ვერ იღებდა. რაიმე მნიშვნელოვანი დივიდენდი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

კაკაურიძის პასუხად დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წელს “თელასის“ წმინდა მოგება 14-მილიონი იყო და თუკი “თელასი“ სახელმწიფოს დივიდენდს არ უხდიდა, ეს უნდა ითქვას. მისივე თქმით, დაუჯერებელია, რომ კერძო კომპანიამ წამგებიანი აქტივი იყიდა.

“მოხდება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, როცა მთელი ქვეყანა კერძო ოლიგარქების ხელში იქნება. ოლიგარქები პოლიტიკაშიც აღარ მოვლენ - პარტიებს დააფინანსებენ, ეს პარტიები პარლამენტში შემოვლენ და მათ ინტერესებს გაატარებენ. ამ ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრება აღარ გააჩნიათ. ყველაფერი ერთეულების ხელშია!“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი კაკაურიძის პასუხად.

ცნობისთვის, “საპარტნიორო ფონდში“ “თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს “ბესტ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო