სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გაინაწილოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მთავრობის მხრიდან გაჟღერებულ მონაცემებსა და სტატისტიკას კოვიდ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ასევე ნულოვანია ნდობა პროცესების მართვასთან მიმართებაშიც.

ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას უწყებათაშორის საბჭოსთან ინტერპარტიული ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და დელეგირებული პირები იქნებიან ჩართულები, რაც გაზრდის საზოგადოების მხრიდან ნდობას. მისივე თქმით, პოლიტიკური მოძრაობა ინაწილებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას და მზად არის ჩერთოს პროცესების მართვაში.

,,მთავრობისადმი ნდობა ნულოვანია, ასევე ნულოვანია ნდობა იმ კოვიდ სტატისტიკისადმი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აქვეყნებენ, მით უფრო არარსებობს ნდობა კორონავირუსის პროცესების მართვასთან მიმართებაში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას უწყებათაშორის საბჭოსთან ინტერპარტიული ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დელეგირებული პირები იქნებიან გაწევრიანებულები, რაც ერთი მხრივ, საზოგადეობის მხრიდან მთლიანად გაზრდის ნდობას აღნიშნული პროცესების მიმართ და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა სტატიტიკასთან, მზადყოფნასთან, ტესტების შესყიდვებთან, მარაგებთან, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, აღარ იქნება და მეორე მხრივ, მზად ვართ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე,” - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა