მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მეტროსადგურებზე - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.

,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს