გიგა ბოკერია - ეს არის კიდევ ერთი უტიფარი თვითკმაყოფილების მაგალითი ივანიშვილის მხრიდან და ხალხისთვის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის

იმ კაცის დატოვება ხელისუფლებაში, რომელიც კმაყოფილია დღევანდელი კატასტროფული ვითარებით, სიღარიბის ზრდით, უმუშევრობთ, ლარის მდგომარეობით, არის ამ ქვეყნის ჩიხში დატოვება და უზარმაზარ საფრთხეს უქადის ჩვენს ოჯახებს, - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია.

ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი არის კიდევ ერთი მაგალითი უტიფრობის და ხალხისთვის თქმის, რომ ყველაფერი კარგად არის. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა და ხალხი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია, ივანიშვილის თვითკმაყოფილება საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ამ უტიფარი თვითკმაყოფილების ივანიშვილის მხრიდან და ხალხისთვის თქმის, რომ ყველაფერი კარგად არის, კმაყოფილები არიან და უბრალოდ ვერ აფასებს მათ ოპონენტების ნაწილი, თორემ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და არაფრის შეცვლას ეს კაცი არ აპირებს, ძალადობას აბრალებს ოპონენტებს მხოლოდ, არც კი აღიარებს, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა და თან ცინიკური ნათქვამი ჰქონდა ბოლოს, რომ ვიგებთ მაინც და ამიტომ არ გვჭირდებაო. ანუ რომ აგებდნენ დაჭირდებოდა, ამის თქმა სურდა?

საფრთხე რომ აქვთ ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ გვაქვს ეს ძალადობის ინციდენტები. მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი არის, რომ იმ ხალხის, იმ კაცის დატოვება ხელისუფლებაში, რომელიც კმაყოფილია დღევანდელი კატასტროფული ვითარებით, სიღარიბის ზრდით, უმუშევრობის ზრდით, ლარის მდგომარეობით, არის ჩიხში დატოვება ამ ქვეყნის და უქადის უზარმაზარ საფრთხეს ყველა ჩვენს ოჯახს. ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და ამ ადამიანის ჩამოცილება ხელისუფლებიდან“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა