ნინო ბურჯანაძე - საერთოდ ოლიგარქებს სჩვევიათ, რომ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ - როგორც ჩანს, 63% საკრალური ციფრია  ივანიშვილისთვის

საერთოდ ოლიგარქებს სჩვევიათ, რომ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ თავისი გათვლებით და განცდებით. ბატონ ბიძინას ამ განცხადებით ეტყობა, რომ ის უბრალოდ საქართველოში არ ცხოვრობს, ის არის სადღაც სხვაგან,- ასე გამოეხმაურა “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში მმართველმა გუნდმა 34% მაინც რომ აიღოს, “ბედნიერი და მადლობელი” უნდა იყოს.

“როგორც ჩანს, 63% საკრალური ციფრია ბიძინა ივანიშვილისთვის. იმიტომ, რომ მახსოვს მარგველაშვილის არჩევის დროსაც და სხვა არჩევნების დროსაც მაინცდამაინც 63-ს ამბობდა. აგვიხსნას იქნებ, რატომ არა 62 ან 64. ისე, 94% ან 104% ჯობია. ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. 64% კი არა 34% თუ აიღო ხელისუფლებამ, ძალიან ბედნიერი და მადლობელი იყოს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია სამართლიანად არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თუმცა უსამართლო არჩევნებს დღეს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისას დააწერინოს ის ციფრები, რაზეც საუბრობს. ამას მძიმე შედეგები მოყვება ქვეყნისთვის”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო