რუსეთში კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 272 238-ს მიაღწია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 201 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 22 257-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 009 421 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო