სამხრეთ კორეაში 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შენობიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

ხანძარი მე-8 და მე-12 სართულებს შორის გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ადვილად გავრცელდა და მის ჩასაქრობად მეხანძრეებს დაახლოებით 13 საათი დასჭირდათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა