„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მოუწოდებს, დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მოუწოდებს, დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წარმომადგენელმა ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, ავთანდილ კუხიანიძემ განაცხადა, მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში აღმოჩენილია არარსებული მისამართი, სადაც ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები.

„არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არის სხვა მსგავსი შემთხვევებიც, ამიტომ მონიტორინგს გავაგრძელებთ. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები და აღმოფხვრას ტექნიკური ხარვეზები, რათა გამოირიცხოს ხმების გაყალბების და შედეგებით მანიპულირების შესაძლებლობები,“ - განაცხადა კუხიანიძემ.

ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა