შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დაკავებული პირებიდან 3 ბრალდებულის - არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. მსაჯულების შერჩეევის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მუკბანიანი აღნიშნავს, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქემზე დაკავებულ 11 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. ბრალდებულების ნაწილს გური ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს