რუსეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში ხვდება

რუსეთის პრემიერ - მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ერევანში სომხეთის პრემიერ - მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ხვდება. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მანამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა გაიმართა. რუსეთის პრემიერმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და შეუდგნენ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას, მოსკოვი კი, მისი თქმით, მზად არის ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

„უპირველესად, გულწრფელი სამძიმარი მინდა გამოვხატო ამ დღეებში დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლებისადმი. ჩვენ ვგლოვობთ ყველასთან ერთად, ვინც დაკარგა ახლობელი ადამიანი ამ კონფლიქტში. აუცილებელია ყველა საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებელი შეწყვეტის უზრუნველყოფა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება. რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამას ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად“, - განაცხადა მიშუსტინმა.

მანვე 4 დეკემბერს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მოსკოვში მიიპატიჟა, სადაც კავშირის მომდევნო სხდომა და პირველი ევრაზიული კონგრესი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო