გიორგი კაკაურიძე -  ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ

ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კაკაურიძის ინფორმაციით, იმ პროექტების დაფინანსება იზრდება, რომელიც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. მისივე თქმით, ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად 2021-2022 წლებში უწევს.

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2 421.6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით.

მომხსენებლის ინფორმაციით, ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1 648.5 მლნ ლარი, მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 30.0 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 165.0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - 38.0 მლნ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო