ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ - აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ.

„გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევს მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: ორგანიზაცია "უფლებები საქართველოდან" - აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა