ლევან ბოძაშვილი - სასამართლოს თაობაზე ოპოზიციური პარტიების რეცეპტები არასრული და არასაკმარისია

„ოპოზიციური პარტიების რეცეპტები სასამართლოს თაობაზე, არასრული და არასაკმარისია”, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ კონცეფციის გაფორმებას.

ბოძაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სრულფასოვანი სისტემური ხედვა სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სრულფასოვანი სისტემური ხედვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის, მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, სასამართლო პრაქტიკის გაევროპულების მიმართულებით და მხოლოდ მეორადი მნიშვნელობის სისტემური და სუბიექტური პრობლემების გადაწყვეტას გვთავაზობენ. ასევე, არ არის ხედვა სასამართლოს წარმოების დიჯიტალიზაციის თაობაზე. რაც ყველაზე მთავარია, არ გვთავაზობენ ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების სისტემურ მექანიზმს. მაშინ, როდესაც საქართველო თანდათან ხდება ევროპული სამართლის სივრცის ნაწილი, არ არის წარმოდგენილი სასამართლო სისტემის ამ სივრცესთან პრაქტიკული შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმი. ამიტომაც, რეალურად ეს რეცეპტები კოსმეტიკურია და არ წარმოადგენს მასშტაბურ სისტემურ ხედვას”, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს კონცეფციას - “სასამართლო სისტემის რეფორმორების პირველი 10 ნაბიჯი”.

დოკუმენტის მიხედვით, პარტიები თანხმდებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდადემოკრატიული წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა