ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვართ სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესაბამისად

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგულია და მზად არის, სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესაბამისად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, ევრაზიული მთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მთანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, ხოლო კონფლიქტში თურქეთის აქტიური ჩართულობა დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.

„ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ოპერაციებში არა მხოლოდ აზერბაიჯანული არმია მონაწილეობს, არამედ თურქეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები სირიიდან,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ქალაქები და სოფლები მუდმივი სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან, მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა მოწინააღმდეგის სამიზნედ იქცა, დაღუპული და დაშავებულია უამრავი ადამიანი.

„სერიოზული ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები. განსაკუთრებით დაზიანდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა,“- აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თურქეთის აქტიური მოქმედებები, რაც ქმნის ვითარების სრული დესტაბილიზაციის საფრთხეს რეგიონში.

„ჩვენი ხალხი ერთიანია და მოწოდებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის ერთგული ვართ და მზად ვართ, სამშვიდობო პროცესის გასაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესაბამისად,“- განაცხადა ფაშინიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა