საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო პროექტში „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციებისთვის მიღებას აცხადებს

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურმა საბჭომ პროექტში ,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია’’ მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდული ორგანიზაციების განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ საბჭოდან აცნობეს, პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მდგრადი სისტემა ექნებათ და სრულყოფილად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდების პოტენციალის თვითრეალიზებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველთაგან პრიორიტეტი რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს მიენიჭებათ.

„პროგრამაში შეირჩევა 30 ორგანიზაცია და თითოეული ორგანიზაციიდან 3 წარმომადგენელი. ორგანიზაციების წარმომადგენლები გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებებით: 1. პროექტების მენეჯერი - ტრეინინგი პროექტების წერაზე, მენეჯმენტზე და ფონდების მოძიებაზე. 2. ორგანიზაციის მმართველი გუნდის წარმომადგენელი - ტრეინინგი თანამედროვე მენეჯმენტზე, როგორ უნდა ვმართოთ ახალგაზრდული ორგანიზაცია, ადამიანური რესურსი და ა.შ. 3. ახალგაზრდული მუშაკი - სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების პროგრამა.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია აპლიკანტების კრიტერიუმებისა და პროექტის შესახებ შეუძლიათ იხილონ https://youthplatform.gov.ge-ზე, ასევე, პროექტის შეასახებ ყველა სიახლე განთავსებულია ორგანიზაციის FB გვერდზე: https://www.facebook.com/pg/NCYOG/posts/.

პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და განვითარების ხელშეწყობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს