ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბრის დროს ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 8 ოქტომბრის შეთავაზების მნიშვნელობას. მაკრონმა აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო