ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმის პოლიტიზება მიუთითებს, რომ შესაძლოა, „ამ საქმის უკან იმაზე მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდეს“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმის პოლიტიზება მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ საქმის უკან იმაზე მეტი იმალებოდეს, ვიდრე ჩანს.

კითხვაზე, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ ამ საქმეზე დაკავებულებს, კობახიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, მიზეზი ანგარება იყოს.

„ეს საეჭვო პოლიტიზება ამ საქმის, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა მოტივი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთს ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია და ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება, რა მოტივაციაც ჰქონდათ, ალბათ, იგივე მოტივაცია აქვთ ახლაც. ეს არის გამოვლინება იმის, რომ არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ და შესაძლოა, მხედველობაში მივიღოთ ანგარების მოტივი“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც ის აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული „დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ექსპერტების მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები არ ალაპარაკდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს ეჭვი ლოგიკურია.

„ეს ეჭვი, ბუნებრივია, ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სავარაუდო დანაშაული დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი, ამიტომ ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი და ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცველებს. ჩვენთვის მთავარია ამ საკითხის მოგვარება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს