აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის პროვოკაციული ქმედებების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 164 მშვიდობიანი მოქალაქე

სომხეთის პროვოკაციული ქმედებების შედეგად 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 31 და დაშავებულია 164 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 142 სამოქალაქო ობიექტი და 1 054 საცხოვრებელი სახლი სერიოზულადაა დაზიანებული.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის მერე არ წყდება. მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა