ირაკლი მეზურნიშვილი - თუკი ანაკლიის პორტის პროექტით ინვესტორები დაინტერესდებიან, პროექტის განხორციელებაში პრობლემას ვერ ვხედავ

თუკი ანაკლიის პორტის პროექტით ინვესტორები დაინტერესდებიან, პროექტის განხორციელებაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, - აღნიშნული განცხადება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მეზურნიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ფოთის პორტის პროექტში ასევე ამერიკული ინვესტიციებია და მას არანაირი წინაღობა არ შექმნია.

“ანაკლიის პორტის პროექტზე ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა ინვესტორების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ ანაკლიის პროექტი და ზოგადად, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის არის ფოთის პროექტი, სადაც იცით, რომ იგივე ამერიკული ინვესტიციებია და არანაირი წინაღობა და გამოწვევა არ შექმნია - 120 მილიონიანი პროექტია და ასევე ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთების სურვილია. ერთი მეორეს ხელს არ უშლის - პირიქით, დაფიქსირდეს ინტერესი და იქნება დიალოგი“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!