ლევან კობერიძე - „ქართულ ოცნებას" სასამართლო თავისი პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივებისთვის სჭირდება

„ქართულ ოცნებას" სასამართლო სჭირდება თავისი პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კობერიძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ" კანონში ცვლილებების მიღება სწორედ ამ მიზეზით იჩქარა.

„იჩქარა იმიტომ, რომ ისინი უყურებენ სასამართლო სისტემას არა როგორც გარანტს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების, სამართლიანი სასამართლოს და ადამიანებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისთვის, არამედ უყურებენ როგორც გარანტს იმისა, რომ ის ნებისმიერ გაყალბებულ არჩევნებს „გაუპრავებს" ხელისუფლებას. დღეს "ქართული ოცნების " მთავარი საზრუნავი არის, რომ არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ქართული ოცნება" მიიღებს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ჩვენ ვისმენთ აბსურდულ 63 პროცენტზე და მას დიდი ალბათობით, დასჭირდება არჩევნების გაყალბება, სწორედ სასამართლო დასჭირდება „ოცნებას“ იმისათვის, რომ ნებისმიერი სარჩელი არჩევნების შემდგომ, რომელიც შევა მათ წინააღმდეგ, არ იყოს განხილვაში მიღებული,"- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისათვის, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. "ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ძალიან ლიმიტირებული დრო ჰქონდა,"- აღნიშნავს ვენციის კომისია.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)