ლანა გალდავა - სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და ზეწოლას ახდენს ჩემზე და ჩემი ოლქის წევრებზე

სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და ახდენს ზეწოლას ჩემზე და ჩემი ოლქის წევრებზე, - ამის შესახებ ,,ლელოს" ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლანა გალდავას განცხადებით, ისნის ოლქში, მის საარჩევნო კამპანიაში, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ხელშემშლელმა ფაქტებმა გახშირებული სახე მიიღო.

“გუშინ მეტრომშენის დასახლებაში მე და ჩემი ოფისის წევრებს ხელი შეგვიშალეს წინასაარჩევნო პროცესში. კერძოდ, ჩემს მხარდამჭერებს საოლქო კომისიაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მოსთხოვეს პერსონალური მონაცემები. დააშინეს ისინი, რომ ამ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და მათზე ზეწოლას განახორციელებდნენ.

გამოიძახეს სამი ეკიპაჟი, რის შემდეგაც პირადად მივედი და დავაფიქსირე არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორები, არამედ პირები დაბურულ შუშებიანი მანქანებით, რომლებიც შემდეგ ლოკაციაზე გამომყვნენ. ერთ-ერთს ხელკეტიც კი ჰქონდა მანქანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე. ყველა ეს პირი იდენტიფიცირებულია, ისინი იყვნენ გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და მეტრომშენის ზონის კოორდინატორი “ქართული ოცნებიდან”. გარდა ამისა, ქუჩის კლასტერი, რომლებიც, ე.წ ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ უბანში და ისინი ამას იყენებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის,” - აცხადებს გალდავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა