ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სოზარ სუბარს და რევაზ სოხაძეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, რადგან ისინი  შტაბის წარმომადგენლებს უკანონო დავალებებს აძლევენ

მოვითხოვთ, სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე მიცემულ იქნას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, რადგან ის „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ავალებს, რომ მიუტანონ საჯარო მოხელეების სია, რომლებსაც შემდეგ სამსახურებში „დააკაჩავებენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დანაშაულებრივ საქმეში „ქართული ოცნების“ აგიტატორებიც ჩართულები არიან, თუმცა პასუხისგება ხელმძღვანელ პირებს სოზარ სუბარს და რევაზ სოხაძეს უნდა დაეკისროს.

„ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. ჩანაწერში, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ - „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის შტაბის წარმომადგენელი ყვება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი „კარდაკარი“ რომ ჩაატარა, ამით მიხვდა, რომ არჩევნებს აგებდნენ. ამის შემდეგ სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბიდან მიიღეს დავალება, რომ მიიტანონ სიები, სადაც კონკრეტული ადამიანები იქნებიან აღნიშნული სამსახურების მიხედვით, ანუ ვინ სად მუშაობს, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ადამიანები დააშანტაჟონ, დააშინონ და იძულებით ხმა მიაცემინონ „ქართულ ოცნებისთვის“. მე მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, მეგობრებო რამდენი პირადობის ასლიც გინდათ იმდენი მიუტანეთ „ქართულ ოცნებას“, თუ დადაგჭირდებათ ჩემს პირადობასაც გაგატანთ, მთავარია რას გააკეთებთ არჩევნების დღეს. ასევე, მინდა შევუთვალო „ქართული ოცნების“ აგიტატორებს, რომლებიც ჩართული ყავთ სამწუხაროდ, სისხლის სამართლებრივ დანაშულში და მათ აკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც კანონით არ შეიძლება, თქვენ მეგობრებო გიყენებენ, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელ პირებს, სოზარ სუბარს და რევაზ სოხაძეს, რომლებიც ასეთ უკანონო დავალებებს გაძლევენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს, საგამოძიებო უწყებებს აღნიშნულ ფაქტზე და ჩანაწერზე დაიწყონ სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ასევე გამოთქვამს მზად ყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო