ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საქართველოში გრიპის 300 ათასამდე ვაქცინა შემოვა და ის პირველ რიგში, რისკ ჯგუფებს მოხმარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საქართველოში გრიპის 300 ათასამდე ვაქცინა შემოვა და ის პირველ რიგში, რისკ ჯგუფებს მოხმარდება.

როგორც წოწკოლაურმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გრიპის ვაქცინის შემოტანა შემდგომშიც გაგძელდება.

“დღეის მდგომარეობით, გრიპის ვაქცინაში გადახდილია 18 მილიონ ლარამდე. ვაქცინა საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. პირველ რიგში, ვაქცინა მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება და შემდგომ გავრცელდება საზოგადოებაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

წოწკოლაურის პასუხად, ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რა უშლიდა მთავრობას ხელს, გრიპის ვაქცინა აპრილ-მაისში დაერეზერვებინა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ცნობილი იყო, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში საკვანძო გრიპის სეზონისათვის მომზდება იყო.

“ვის შეიძლება 300 ათასი ვაქცინა ეყოს, როცა რისკ ჯგუფიდან მხოლოდ პენსიონერი 800 ათასზე მეტია?! - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა