მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არსებობს დიდი ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში“ იმყოფებოდა და კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი

შსს-ს ექსპერტიზის დასკვნით, მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი - 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს დიდი ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში“ იმყოფებოდა და კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

„როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საკალმახე „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ექსპერტიზა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტმა, სადაც მითითებულია, რომ მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი - 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იქ იმყოფებოდა თამარი და სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ ქალბატონმა ელისო კილაძემ დაასახელა ძალიან ბევრი სახელი და გვარი, მე პირადად მოვახდინე მისი გამოკითხვა და მოვითხოვთ, რომ ეს გამოკითხვის ოქმი დაერთოს საქმეში. ასევე, ყველა ის პიროვნება, რომელსაც ასახელებს ელისო კილაძე, დაკითხული იყოს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ელექტროენერგია გამორთო, გარკვეული პიროვნება, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და უნდა მოხდეს ამ სადგურიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის აზრით, ძალოვანმა სტრუქტურები თავიდანვე აპელირებდნენ, თითქოს ეს თვითმკვლელობა იყო.

„როდესაც თამარის ცხედარი აღმოაჩინეს, მე აღვნიშნე, რომ ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. მაღალი თანამდებობის პირი გამოდის და ამბობს, რომ თვითმკვლელობაა, რადგან აბები აღმოაჩინეს, აღმოაჩინეს წერილი და ჰყავდა ფსიქოლოგი. საიდან დაასკვნეს რომ აბები ჰქონდა დალეული, როდესაც ცხედარს ექსპერტიზაც არ ჰქონდა ჩატარებული, წინასწარ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ აბებით იყო გარდაცვლილი. ესეიგი იცოდნენ და ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აფთიაქში რომ იყო, არის დაგეგმილი. იცოდნენ, რომელ აფთიაქში უნდა შესულიყო და რა წამალი ეყიდა, რათა ეს ალიბად გამოეყენებინათ, რომ თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა იცოდნენ და ენამ გაუსწროთ წინასწარ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა