გიორგი გახარია  - დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს

ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ცაგერში არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ სერიოზული წარმოებები შეიქმნას.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გახდნენ ფერმერები, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები.

,,ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რის გაკეთება შეგვიძლია მუნიციპალიტეტში. ჩვენ წლების წინ ვებრძოდით იმას, რომ მთა არ დაცლილიყო. დღეს ჩვენ ვზრუნავთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ იმას, მთა როგორ განვავითაროთ. ცაგერის მუნიციპალიტეტს ამაში ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სერიოზული პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების. აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე მეწარმეობიდან დაწყებული სერიოზული წარმოებები შეიქმნას. ყველა კარგად ხედავთ, რამდენი ვენახი შენდება, ხედავთ, როგორ ვუწყობთ ხელს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გლეხი გახდეს ფერმი, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები და ღირსეულად მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ადამიანია ყველაფრის ცენტრში და ადამიანია ძირითადი ზრუნვის საგანი. როდესაც ამას ვამბობდით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულისხმობდით ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს აუცილებლობა, რომ თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტიდან სადმე უწევდეთ წასვლა და ამიტომ, თანაბარი განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ უნდა იყოს სხვაობა, ბავშვი იბადება თბილისში, ლენტეხში, თუ სხვაგან. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. რა თქმა უნდა, პენსიიდან დაწყებული, სოციალური მომსახურების დონე, ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. ამ ყველაფრის მისაღწევად იყო სწორედ შექმნილი მთის კანონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავიანთ მშობლიურ რაიონებში, თავიანთ მშობლიურ სოფლებში იცხოვრონ ისე, რომ ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ გარანტირებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად შეძლონ ოჯახების რჩენა.

„ძლიერი მთა, ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ცაგერის მუნიციპალიტეტში ის პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო უჭერს მხარს მოქალაქეს - „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამები, იყო ყოველთვის გამორჩეულად განვითარებული. ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. რაც მთავარია, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ზოგ შემთხვევებში რომ გვიწევს თვალყურის დევნება, უნდა მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და ღირსეულად, სამართლიან გარემოში, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს. ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა