ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩაზე ბეტონის საფარი ეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ქუჩის დასაწყისში და ბოლოში იგება ასფალტის საფარი, დანარჩენ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე კიუეტი.

„ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა.

გზის მოწყობის შედეგად, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ქუჩა, რაზეც 381 350 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო",-აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს