სახალხო დამცველი - წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე გამოძიება იწყება, თუმცა დასრულება ჭიანურდება - ამ მიმართულებით სტატისტიკა არასახარბიელოა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე გამოძიება იწყება, თუმცა დასრულება ჭიანურდება.

როგორც ომბუდსმენმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოლო ორი წლის სტატისტიკის მიხედვით, მცირეა იმ საქმეების რაოდენობა, სადაც ვინმე ბრალდებულად ან დაზარალებულად ცნეს.

„ივლისის თვიდან ვაწარმოებთ ასეთი ფაქტების სტატისტიკას, რამდენიმე ათეული ფაქტის შესახებ უკვე გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და ეს წინასაარჩევნო პროცესში არ სრულდება. დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნები, იმ პერიოდიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ, რამდენად ხდება გამოძიება ამ ტიპის დანაშაულების.

გამოძიებები, როგორც წესი, იწყება. რაც შეეხება ბოლო ფაქტებს, ამაზე ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს და შევაფასებთ. როგორც წესი, გამოძიება იწყება ხოლმე, მაგრამ დასრულება ჭიანურდება. თუ ბოლო 2 წლის სტატისტიკას ვნახავთ, ჩვენი ინფორმაციით, მცირეა რაოდენობა იმ საქმეებისა, სადაც პირებს ბრალი ექნათ წარდგენილი, ან დაზარალებულად იქნა ცნობილი. დიდი ნაწილი ამ საქმეების არის მიმდინარე, რაც შეეხება მოსყიდვის შემთხვევებს, არცერთ საქმეზე, რაზეც ინფორმაცია თუნდაც ბოლო 2 წლის არჩევებთან დაკავშირებით გავრცელებულა, ვინმე დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. ამ მიმართულებით სტატისტიკა არასახარბიელოა“,- განაცხადა ლომჯარია.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის და დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება ხელისუფლებას აქვს.

„მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ან უნდა შექმნან ასეთი გარემო, ან თუ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ძალადობას, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, თუ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, ამაზე უნდა მოხდეს ობიექტური და ეფექტიანი რეაგირება პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით. ჩვენ, ბუნებრივია, ტიპური წინასაარჩევნო მონიტორინგით არ ვართ დაკავებული, თუმცა თვალს ვადევნებთ პროცესებს, ასევე აღვრიცხავთ ისეთ შემთხვევებს, რაც შეეხება ფიზიკური ანგარიშსწორების, მოსყიდვის თუ ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო