ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის დაკითხვაზე - დავით გარეჯის საქმეზე ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც შესაძლებელია საქმესთან ჰქონდეს  შემხებლობა

დავით გარეჯის საქმეზე ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც შესაძლებელია საქმესთან ჰქონდეს შემხებლობა, -ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოსაზრებას, რომ დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოიკითხოს, 2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია დავით გარეჯის საქმეზე ეფექტური გამოძიება წარიმართოს, რაც საქმის ყოველმხრივ შესწავლას გულისხმობს.

„ბუნებრივია, უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვისაც შესაძლებელია შემხებლობა ჰქონდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. საქმის გაცნობის და პროცესის მიმდინარეობისას ეს ყველაფერი გამოჩნდება. რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირი, ალბათ, დაგვანახებს საქმის მიმდინარეობა.

ეს დანაშაული არის განზრახი დანაშაული. იმისთვის, რომ ადამიანებს შეერაცხოთ გარკვეული სისხლის სამართლებრივი ქმედება, მნიშნველოვანია ამ დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედებდნენ, ან მათი განზარხვა მიმართული იყოს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ტერიტორიების გადაცემაზე. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამ ქმედებებით ხელს უწყობდნენ სახელმწიფოს ტერიტორიების გადაცემას. გარდა ამისა, ისინი უნდა იყვნენ ამ დანაშაულის სუბიექტები, კარგად უნდა ვნახოთ მათი როლიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რამდენად შეეძლოთ კომისიის საქმიანობაში განეხორციელებინათ განზრახი ქმედებები, რაც შეუწყობდა ხელს ამ დანაშაულის ჩადენას.

ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებებია, რასაც შესწავლისას ვნახავთ სიღრმისეულად. არ მინდა ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ჩვენი ჩართვა და დაინტერესება ამ საქმეში ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ საყურადღებოა ის გარემოებები, რაც დავინახეთ საქმის გარშემო, შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ ადამიანების უფლებების დასაცავად“, - განაცახად ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ შეფასებით, შერჩევითი მიდგომები გამოიკვეთა გამოძიების პროცესში. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, არსებული ინფორმაციით, იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა