ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს პარლამენტს რეგლამენტით არ აქვს უფლება, არჩევნებამდე 1 თვით ადრე კვლავ შეიკრიბოს

ვენეციის კომისია წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს პარლამენტს რეგლამენტის თანახმად არ აქვს უფლება, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კვლავ შეიკრიბოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ვენეციის კომისიის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი ბოლო დღემდე დაელოდა კომისიის რეკომენდაციებს.

„რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ დაველოდეთ, ეს ძალიან მარტივი საკითხია და გაუგებრობები უნდა ავიცილოთ თავიდან, ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო და ევროკავშირი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს პარლამენტს რეგლამენტის თანახმად არ აქვს უფლება, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კვლავ შეიკრიბოს, იმსჯელოს და განახორციელოს ცვლილებები. ჩვენ გვქონდა დედლაინი 30 სექტემბერი, ამიტომ მივიღეთ ეს ცვლილებები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დაზუსტებაზე, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს შეკრება პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევის საფუძველზე მაინც აქვს, ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ერთია კანონმდებლობა და მეორე ტრადიცია, რომელიც გვაქვს."

„როგორც წესი სხდომები არ ტარდება" - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არ არის, სხდომები არ ტარდება. არ ჩატარებულა თითქმის არასდროს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ერთია კანონმდებლობა და მეორე ტრადიცია, რომელიც გვაქვს. არ ყოფილა არანაირი შეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომ შევკრებილიყავით და თუნდაც, ამ საკითხზე გვემსჯელა,"- აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მსოფლიოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და არჩევის მსოფლიოში საუკეთესო მოდელი მიიღო, რომელზე უკეთესიც არ არსებობს.

„ჩვენ, „ქართული ოცნების" გუნდმა შევძელით და გავატარეთ რეფორმა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და არჩევის წესებთან დაკავშირებით და მსოფლიოში საუკეთესო მოდელი შევქმენით. თუ არსებობს ამაზე უკეთესი მოდელი, ყველა კვალიფიციურ იურისტს ვთხოვ დაასახელოს რომელ ქვეყანას აქვს ამაზე უკეთესი სამართლებრივი მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. "ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ძალიან ლიმიტირებული დრო ჰქონდა,"- აღნიშნავს ვენციის კომისია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო