გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის 11 უდიდესი ქალაქის მერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი შეზღუდვები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ ინფიცირების შემთხვევები ყოველ 100 000 მოსახლეზე 50-ს გადააჭარბებს.

კერძოდ, ანგელა მერკელის განმარტებით, შესაძლოა, გამკაცრდეს პირბადის გამოყენების, კერძო შეკრებების და ალკოჰოლის შეძენის წესები. მისივე თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკისა და საზოგადოების ხელახლა, გაზაფხულის მსგავსად, ჩაკეტვის თავიდან აცილებაა.

„ეს არის დღეები და კვირები, რომლებიც განსაზღვრავენ, რა ფორმაში გადაიტანს გერმანია ამ ზამთარს პანდემიის პირობებში. ზაფხულმა, საერთო ჯამში, კარგად ჩაიარა, თუმცა ახლა ვხედავთ სურათს, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა,“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, სკოლები მაქსიმალურად ღია უნდა დარჩეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს