ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და „ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“, პრეზენტაციას გამართავს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხვალ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას მოძრაობის - „ხალხისთვის“, პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ანა დოლიძე წარადგენს საარჩევნო კამპანიის ანგარიშს და ორ ხედვას - ეროვნული - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 - „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“.

„პოლიტიკა ხალხისთვის“ პროგრამაში საუბარია ეროვნული დონის პრობლემებზე - რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად: ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური ნახტომი, ბრძოლა მონოპოლიებთან, მურუსიძის სასამართლოს ქვეყნიდან, უნდა გავხდეთ ილია ჭავჭავაძის სასამართლოს ქვეყანა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა - წყალი ყველა ოჯახს და კოოპერატივების განვითარება, ქვეყანა უნდა გახდეს ცოდნის წარმოების ეპიცენტრი ევრაზიის მასშტაბით, ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, უსაფრთხო გზების პოლიტიკა, დაბინძურებული ჰაერის პრობლემა, მოდერნიზებული სახელმწიფო სტრუქტურები; მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროგრამა "მხარი მხარს" - დავუნიშნავთ სტიპენდიას მარტოხელა მშობლებს, დავარეგულირებთ აზარტულ თამაშებს, ღირსეული სიბერე პენსიონერებს და ა.შ..

რაც შეეხება მეორე ხედვას -„ ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“ ანა დოლიძე წარმოადგენს დიდუბე-ჩუღურეთის ეკონომიკურ-კულტურული ეპიცენტრად გადაქცევის შესაძლებლობის 10 ნაბიჯს.

პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა: არსენალის პარკი, პრეზიდენტის სასახლის პარკი, ოქროსუბნის პარკი, ივერთუბნის პარკი, კუკიის პარკი, სვანეთისუბნის პარკი, დიღმის ტყე-პარკი; 21-ე საუკუნე ოკრიბაში; ბაზრობების მოწესრიგება - ელიავას, სადგურის და სხვ.; ახალგაზრდული ცენტრები ყველა უბანში - მაგ. ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო; საქალაქო სასამართლო მარცხენა სანაპიროზე; „სახელოვნებო კვარტალი“ - ყოფილი კოკა-კოლა და მიმდებარე ტერიტორია; ჩუღურეთი - „უბანი - ღია მუზეუმი“ - ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ძველი თბილისის და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; ლიფტები 21-ე საუკუნეში - სამი ნაბიჯი; მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სახელმწიფო მხარდაჭერა; რკინიგზის გადატანა/მწვანე ლიანდაგის პროექტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა