კორონავირუსის გამო, თბილისის 32-ე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მოსწავლის და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ინფიცირებულ მოსწავლის კლასი და პედაგოგები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დისტანციურ სწავლებაზე კი 900 მოსწავლე გადავიდა.

„ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ამ ბავშვის კლასი გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დირექტორის მოადგილეს, რის გამოც, ასევე რეკომენდაციებით მასწავლებლების უმრავლესობა, ვისაც შეხება ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა. შედეგად სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმში“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა