ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.

მისივე თქმით, საერთო ინფიცირებულებში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული.

„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი მერყეობს 10-დან 20-ის ფარგლებში. ჩვენთან სექტემბრის თვეში სულ დაინფიცირებული იყო 10-12%, ანუ 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ ითვლებიან როგორც ექიმები, ექთნები და უფროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს რიცხვი გაიზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული საერთო ინფიცირებულებში და გვაქვს 6.4%. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ტრენინგებმა, რომელსაც ინტენსიურად ვატარებდით ზაფხულში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით, შეიძლება, გარკვეული შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სექტემბრის თვეში დაინფიცირდა ტუბერკულოზის მქონე 1 პაციენტი და 29 სხვა რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა