ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდავი ღონისძიებები, რაც აჭარაშია დაწესებული, უნდა გაგრძელდეს, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევები გარკვეულ ნიშნულამდე არ შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რაც აჭარაშია დაწესებული, უნდა გაგრძელდეს ვიდრე კორონავირუსის ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულამდე შემცირება არ მოხდება.

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა აჭარაში ფიქსირდება საკმაოდ ბევრი.

„ბოლო ორი დღეა გარკვეულად გამოიკვეთა, რომ აჭარაში ახალი შემთხვევების რიცხვი ოდნავ მცირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ისევე, როგორც ივლისში, აგვისტოში დავმშვიდდით, რომ უკვე მოვერიეთ კორონავირუსს და შესაბამისად, მერე ძალიან გავთამამდით. ის რაოდენობა, რაც დღეს აჭარაში გვაქვს საკმაოდ ბევრია. რაღაც ნიშნები სტაბილიზაციის აჭარაში გამოიკვეთა, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი რეკომენდაციით, ის ღონისძიებები, რაც აჭარაში მიმდინარეობს უნდა გაგრძელდეს, სანამ ჩვენ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვალთ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს