პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე - ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი, სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან

ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ, მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაირღვა თუ არა გუშინ სტადიონთან გულშემატკივრების შეკრებით ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

აღნიშნულ შეკითხვას ასევე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გუშინ რეკომენდაციები დაირღვა და სასურველია სტადიონთან შეკრებილმა პირებმა თვითმონიტორინგი აწარმოონ.

„ყველას ძალიან გაგვიხარდა, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ.

სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ 112-ში და სწრაფად მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: “ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ?“- პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა