ნათია თურნავამ საფოსტო - საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავასაფოსტო - საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა ფოსტის სფერო. დღეს მაღალგანვითარებული საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში და დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ფოსტის თავდაუზოგავი როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვებისას, როდესაც მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას სწორედ საფოსტო-საკურიერო კომპანიები უზრუნველყოფდნენ. მადლობას გიხდით ქვეყნისათვის ამ რთულ პერიოდში თავდაუზოგავი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მილოცვაში, რომლითაც მან საფოსტო - საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული - ფოსტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

„თქვენთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება“, - აცხადებს ნათია თურნავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა