შალვა შავგულიძე - კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება

კოალიციური მთავრობა ქვეყანაში სტაბილური განვითარების გარანტი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძემ, ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მათი პრობლემები მოისმინა და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

შავგულიძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კოალიციური მმართველობის მნიშვნელობა გაიგოს.

„ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებთან შეხვედრებს, დღეს ვერაზე ვიყავით. ვცდილობთ თითოეულ ადამიანთან პირადად მივიდეთ, გავაცნოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ავუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობის მმართველობა, რომ ერთპიროვნულად ვეღარავინ მოვიდეს ხელისუფლებაში. კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება“, -აცხადებს შავგულიძე.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა