ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს

ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მოსახლეობაში ხშირად ისმის, რომ ადამიანები თავიანთ საარჩევნო ხმას მატერიალური საგნების სანაცვლოდ ყიდიან.

„ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მესმის მოქალაქეების გულისტკივილი, რომ ზოგიერთი თავის საარჩევნო ხმას, რომელმაც ქვეყნის მომდევნო 4-წლიანი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, რაღაცის - 3 კილო კარტოფილის, 20 ლარის, 3 ლიტრიანი ლუდის - სანაცვლოდ ყიდის.

რატომ შეიძლება ადამიანმა ასეთი ნაბიჯი გადადგას?

ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს, რომ ყველა ერთი ნაგავია, გლეხისთვის სიკეთეს არავინ მოიტანს. ივანიშვილის და „ქართული ოცნების" მიზანია, ხალხში უიმედობა და გულგატეხილობა დათესოს.

თუ ამას მიაღწევენ, მერე ზოგიერთები, რა თქმა უნდა, იფიქრებენ: აბა, თუ მაინც არაფერი შეიცვლება, ეს 20 ლარი ან ეს 4 კილო ხახვი რაღატომ დავკარგოო და ამ უიმედობის ფონზე ყიდიან საკუთარ ხმასაც და, საბოლოოდ, მთელი საზოგადოების უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც.

ამიტომაა სახიფათო, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ უიმედობის თესვაში ავყვეთ და ჩვენც ვიძახოთ "გლეხი კაცითვის არავინ არის". ჩვენ თუ ამას ვიმეორებთ, მაშინ ამით ივანიშვილის თამაშს ვუწყობთ ხელს. პირიქით, სწორედ ადამიანებში იმედის გაჩენა გახდება იმ გარდამტეხი ცვლილებების საწინდარი, რაც ქვეყანას და ყოველ ოჯახს წინ წაიყვანს.31 ოქტომბერი გარდამტეხი ცვლილებების დღეა!“ , - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა