ნიკა მელია - სოლიდარობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, ჩვენ გამო სხედან ისინი ციხეში - არაფერი საერთო არ აქვთ მათ ყბადაღებულ რაიმე რუკებთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს ივერი მელაშვილს და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას „საერთო არ აქვთ ყბადაღებულ რუკებთან“.

როგორც ნიკა მელიამ გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილმა გაამწესა წინასწარ პატიმრობაში.

„არ შემიძლია სოლიდარობა არ გამოვუცხადო ჩვენ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომლებიც დააპატიმრა და წინასწარ პატიმრობაში გაამწესა ოლიგარქმა, მილიარდერმა ადამიანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ აწმყოზე, წარსულზე და მომავალზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი საბანკო ანგარიშები და ფულია.

ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობა ასე არ ვფიქრობთ. ბიძინა ივანიშვილი საკადრის პასუხს მიიღებს საარჩევნო უბნებთან. სოლიდარობა ჩვენ მეცნიერებს, ჩვენ გამო სხედან ისინი ციხეში. არაფერი საერთო არ აქვთ მათ ყბადაღებულ რაიმე რუკებთან“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო