ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, 22 დღეში გლდანის რაიონი უდიდეს წვლილს შეიტანს ამ ქვეყნის გამარჯვებაში

დარწმუნებული ვარ, 22 დღეში გლდანის რაიონი უდიდეს წვლილს შეიტანს ამ ქვეყნის გამარჯვებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გლდანში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მისი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრნენ.

ნიკა მელიამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთა ერთობაა.

„როგორც არასდროს, ამაყი ვარ, გული სავსე მაქვს სიამაყით. ამაყი ვარ იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანისთვის აქ ყოფნა ბევრი მიზეზის გამო არ იყო მარტივი. ბევრ ჩვენგანს დღეს, აქ არც ერთი რომელიმე ცალკე აღებული პარტია გვაერთიანებს, არც საერთო პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაერთიანებს მთავარი, ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი და წინსვლა. მადლობა მათ, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად აქ შევიკრიბეთ. რომ არა დიდი მიზანი - ქვეყნის გამარჯვება, ეს თავყრილობა არ შედგებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანი ეროვნულ საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულები და ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ჩვენ დავდექით ერთად გლდანის რაიონში, იმიტომ, რომ ეს ხალხის დაკვეთაა. ხალხმა დაგვიკვეთა ერთობა, იყავით ერთ მუშტად შეკრულები, კი ბატონო, იდებატეთ, იკამათეთ სხვადასხვა შეხედულებაზე, მაგრამ ამ ქვეყანას განვითარების შანსი შეუნარჩუნეთ.

დარწმუნებული ვარ, 22 დღეში გლდანის რაიონი უდიდეს წვლილს შეიტანს ამ ქვეყნის გამარჯვებაში. მუხიანელები, ავჭალელები და გლდანელები ერთად იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას", - განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, საქართველო უიმედობას და უპერსპექტივობას არასდროს გაუსწორებს თვალს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს