Survation-ის კვლევის თანახმად, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარულ  ოლქში გივი ჭიჭინაძეს ხმას გამოკითხულთა 56% მისცემს, ხოლო  ნანუკა ჟორჟოლიანს - 31%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს 56%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანს - 31% მისცემდა, - ამის შესახებ კომპანია Survation-ის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარდა.

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას - 74%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 8%, 50-50-ზე 14%, არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 4%.

ამასთან, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია: გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“) - 56%; ნანუკა ჟორჟოლიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ ) - 31%; აკაკი ბობოხიძე („ევროპული საქართველო“) - 11%; თორნიკე ართმელაძე („ლელო“) - 1%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1%.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 67%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15%; „ევროპული საქართველო“ - 7%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 6%; „პატრიოტთა ალიანსი“ -3%; „ლელო“ -1%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1%.

ცნობისთვის, კვლევისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა