კომპანიამ Survation-მა „რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგების თანახმად, ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: ზაზა დუგლაძე („ქართული ოცნება“) - 56%, ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“) - 23%, კახა კოჟორიძე („ლელო“) - 15%, ხათუნა გელაშვილი („თავისუფალი საქართველო“) - 4%, ნიკა მოსიაშვილი („გირჩი“) - 1%, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1%.

იმავე კითხვაზე, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქში შედეგები ასეთია: ვასილ ჩიგოგიძე („ქართული ოცნება“) - 66%, მანუჩარ კვირკველია („გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“) -15%, ხათუნა გოგორიშვილი („ევროპული საქართველო“) -8%, გიორგი სიორიძე („ლელო“) - 5%, შოთა გოგიბერიძე („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%, ნუგზარ კვაშალი („ქართული ფესვები“) -1%, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 2%.

წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: ალექსანდრე მოწერელია („ქართული ოცნება“) - 69%, როლანდ ფიფია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“) - 19%, თამარ ბელქანია („ლელო“) - 9%, ლელა ქებურია („ევროპული საქართველო“) - 2%, ვიქტორ ცაავა („პატრიოტთა ალიანსი“) - 1%.

რაც შეეხება, ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარულ ოლქს, შედეგები ასეთია: გოჩა ენუქიძე („ქართული ოცნება“) - 75%, დილარ ხაბულიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) -10%, ერეკლე საღლიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 7%, სოსო ლიპარტელიანი(„ლელო“) - 6%, გოჩა გურგუჩიანი („ევროპული საქართველო“) - 2%

ცნობისთვის, კვლევისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო