თბილისის 82-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 82-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნათქვამია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დღეს, საღამოს 18:00 საათზე, ჩვენი სკოლის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა covid 19 დაინფიცირების შემთხვევა (რაიონიდან ჩამოსული ოჯახის წევრისგან გადაედო), რის შესახებ სკოლამ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის სტრუქტურებს. აღნიშნული მოსწავლე ბოლო ორი დღის განმავლობაში არ ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული კლასის მოსწავლები, გადავლენ ორ კვირიან თვითიზოლაციაში (10.10.2020-დან 23.10.2020-ის ჩათვლით). შესაბამისად სასწავლო პროცესი ამ კლასში გაგრძელდება დისტანციური სწავლების ფორმატში.დანარჩენი კლასების მოსწავლეები აგრძელებენ სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში,მოსწავლის დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, ბავშვი თავს გარგად გრძნობს!სკოლაში დაცულია დეზინფექციის და სანიტარიის ყველა ნორმა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო