ნათია თურნავა მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა 3-ის” გახსნას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნათია თურნავამ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა-3“ კომპანია „ჩირინას“ ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამების - „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში, შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კომპანიის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ასევე მთელ საზოგადოებას ახალი საწარმოს შექმნა მიულოცა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ზოგადად და მითუმეტეს, ისეთი გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორიც პანდემიაა. მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მეტად გაიზარდოს საქართველოს ბაზრის თვითუზრუნველყოფა, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. 7 წელია, რაც „ბიუ ბიუ“-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი, ადგილობრივად წარმოებული ხორცით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა