„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდენენ და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე ის კონკრეტული გეგმა განიხილეს, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადავლახოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი, როგორ შევამციროთ გადასახადები და დავუზოგოთ ოჯახებს თანხა, როგორ დავეხმაროთ გაორმაგებული პენსიითა და სოციალური დახმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის გადაუდებელი ნაბიჯები იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების გაზიარება მოხდა ბიზნესთან, ვინაიდან სწორედ ბიზნესია ის მამოძრავებელი ძალა, ვინც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ვინც უნდა გადაარჩინოს ეკონომიკა, ვინც დღეს, საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაქმედითი მოქმედებების გამო ძალიან მძიმე დღეშია. ამიტომ, საინტერესო შეხვედრა და დისკუსია იყო. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად ვიყოთ კონტაქტში ბიზნესთან იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი გეგმა და ხედვა გახლავთ სწორი და ფუნდამენტური ცვლილებების გზა. სწორედ ამ გზით გამოვიყვანთ ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას წინ განვითარებისაკენ წაიყვანს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძემესი ეკონომიკურ კრიზისში, რომელმაც დაარტყა ყველას, მეწარმეებს, დასაქმებულებს, ივანიშვილის დამღუპველი პოლიტიკის და პანდემიის გამო, მუდმივი ინტერაქცია გვქონდეს მეწარმეებთან იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რასაც „ევროპული საქართველო“ არჩევნებში ვაპირებთ ივანიშვილის მარცხის შემდეგ და ამ კურსის გამარჯვების შემდეგ. საუბარი გვქონდა თუ როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ჩიხიდან, რათა ყველა ადამიანს საშუალოდ დარჩეს დოვლათი ჯიბეში და ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ყველა ერთად გამოვიდეთ. ამ საკითხს ეძღვნებოდა ეს შეხვედრა. ძალიან სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ იმ მიმართულებით, რომლითაც „ევროპული საქართველო“ აპირებს ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა