რუსეთში კორონავირუსის 12 846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 197 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 12 846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 285 084-ს მიაღწია. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 197 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 22 454-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 016 202 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 12 846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს