რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს „სიმხათ თორას" დღესასწაულს ულოცავს.
“დღეს იუდეველები „სიმხათ თორას" აღნიშნავენ. „სიმხათ თორა" - „თორით გამოწვეული სიხარული", თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.